შსს: "აეროპორტში ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო გამოცხადდა"

2017-11-14 20:38:05
77

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ სამართალდამცველებმა "პირველი არხს"  განუცხადეს.

ინფორმაცია "პირველ არხს" შსს-შიც დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეისები არ შეფერხებულა და ყველა მგზავრმა დანიშნულ დროს მოახერხა გაფრენა. 

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.