ლაშა ღვინიანიძე: იყო მუქარის ზარები, ბოლოს მამაჩემს დაურეკეს და საღამოს აასრულეს, კლინიკაში ვარ

09-05-2024 00:14:53 საზოგადოება

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი ლაშა ღვინიანიძე ამბობს, რომ მას ჯერ მუქარის შემცველი ზარები შესდიოდა სხვადასხვა ნომრიდან ტელეფონზე და საღამოს მუქარა აუსრულეს.

"კლინიკაში ვარ ამ ეტაპზე, ნაკერი დამჭირდა ტუჩზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩემს საქმიანობასთან და მუქარებთან. ჯერ გუშინ დაიწყო ჩემს ტელეფონზე რეკვა, მერე ჩემ მეუღლესთან, მერე დღეს ჩემ 72 წლის მამას დაემუქრნენ ტელეფონზე და საღამოს უკვე აასრულეს მუქარა. კი შეუკვეთეს შიში, მაგრამ მიიღებენ იმას, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვრჩება", – განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები