ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

07-05-2024 18:06:02 საზოგადოება ,ეკონომიკა

7 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8848 ლარი გახდა.

0.31 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3605 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.31 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები