გოგა ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, იგინებოდნენ, ბავშვი შეაშინეს

09-05-2024 01:24:21 საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობი პირები მას სახლში მიუვარდნენ. მისი თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა მუქარის შემცველი ზარები მის, მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის კუთვნილ ტელეფონებზე.

გოგა ონიანი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანზე თავდასხმის შესახებ, საავადმყოფოში წავიდა, სახლში კი მოზარდი შვილი დატოვა.

"14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული ხელისუფლება, ასეთი რამ ალბათ მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ არასრულწლოვნებს დასდევდეს სუს-ი და უგზავნიდეს ე.წ კრიმინალებს ანუ მათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო", - თქვა მან "ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები