მეთიუ მილერი: ეს კანონპროექტი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს

08-05-2024 23:50:56 ციტატა

“ამ კონკრეტულ საკითხზე რაიმე შეფასება არ მაქვს. ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ ["აგენტების" შესახებ] კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან გვესმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს, ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს”, – განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები