შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

2017-09-14 12:36:20
90

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კელიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია საცხოვრებელი კელიები და ბიბლიოთეკის ნაწილი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ხანძარი სანთელმა გამოიწვია.