„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

07-05-2024 21:53:22 საზოგადოება ,სამართალი

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სსკ–ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

7 მაისს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებული ცნობებით, გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან.

„ფორმულას“ ინფორმაციით, თავდამსხმელი არის რევაზ ვაშაყმაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები