კადიროვმა პუტინზე საუკეთესო ლექსის ავტორს iPhone X აჩუქა

2017-11-06 11:41:27
205

ჩეჩნეთის რუსეთის  მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ვლადიმირ პუტინზე საუკეთესო ლექსის ავტორს iPhone X აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ Эхо Москвы ავრცელებს.

გამარჯვებული მესამე კლასელი ჩეჩნეთის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა. კონკურსის დაწყებისა და პრიზის შესახებ კადიროვმა 2 დღის წინ ინსტაგრამზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის უახლესი მოდელი ჩეჩნეთის ლიდერს რესპუბლიკის КВН-ის გუნდმა აჩუქა. 3 ნოემბერს რამზან კადიროვმა iPhone X-ის ყიდვა უარყო. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ტექნიკის მოყვარული არაა.

„მე არ ვარ არც ძველი და არც ახალი მოდელის აიფონების მოყვარული. ეს ყველაფერი ბოდვაა, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ინფორმაცია რომელიც საერთოდ არ არსებობს, “- აცხადებს რამზან კადიროვი.

Apple-ის 2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვა 3 ნოემბრიდან დაიწყო.

რუსეთში ტელეფონი 79,9 ათასი რუსული რუბლი ღირს.