უკრაინამ 140 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

26-04-2024 16:06:35 მსოფლიო

უკრაინამ 140 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, – განაცხადა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 26 აპრილს.

დაღუპულთაგან 112 იბრძოდა დონეცკის მიმართულებით, 20 – ლუგანსკის, 5 – სუმის, 2 – ზაპოროჟიეს, ერთი – ხერსონის.

სააგენტო აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მადლობას უხდის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული დახმარებისთვის.

ცხედრებს გადაასვენებენ ექსპერტიზაზე იდენტიფიცირებისთვის, შემდეგ ოჯახებში.

12 აპრილს საკოორდინაციო შტაბმა გამოაცხადა 99 ცხედრის დაბრუნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები