აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი– ლავროვის სოხუმში ვიზიტზე: „ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში“

2017-04-20 08:49:57
277

„ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში“ - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის განახლებული საელჩოს გახსნას.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ეს პოზიცია არ შეიცვლება. 

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალიან მყარი და ნათელია –  ჩვენ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაწილები არიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს. აფხაზეთში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს საელჩო იქნება ძალიან მარტო, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად და შესაბამისად, იქ არ იქნება სხვა საელჩოები. ასევე, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად. ეს ქმედება არის ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და უნდა დაუბრუნდეს მას,“-განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.