"სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება"

2018-02-13 01:20:35
185

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმართა რესოციალიზაციის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროგრამა ღია იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს გასუცხადა.

წულუკიანმა ამ პროგრამით სარგებლობის პირობაც დაასახელა.

"ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება, მაგრამ მანამდე, ის ქართული ციხის პატიმარი უნდა გახდეს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს პროკურატურას უკრაინის წინაშე სააკაშვილის ექსტრადიციის არ მოუხსნია. 

წულუკიანის თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება გასულ წელს პოლონეთისგანაც მოითხოვა საქართველომ.

"ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთიდაიგივე პროცედურები არსებობს. ჩვენ ექსტრადიციის შესახებ ერთიდაიგივე ევროპული კონვენციის წევრი ვართ. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ. რაც შეხება ფაქტს, დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია“, – განაცხადა წულუკიანმა.