იან კელი: იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, რომელშიც გაწევრიანებასაც ცდილობ, „ბოროტისა“ და „სრულიად ამორალურის“ დაძახება, შენი კანდიდატურის წინ წაწევის საშუალება არ არის

26-04-2024 18:09:29 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ეხმიანება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, მათ შორის, ევროპარლამენტარების მისამართით და გამოდის შეხსენებით, რომ ეს მიდგომა არ არის საუკეთესო გზა ქვეყნის წინსვლისთვის.

„ორგანიზაციის არჩეული წარმომადგენლებისთვის, რომელში გაწევრიანებასაც ცდილობ, „ბოროტისა“ და „სრულიად ამორალურის” დაძახება შენი კანდიდატურის წინ წაწევის საშუალება არ არის. იმას თუ არ ჩავთვლი, რა თქმა უნდა, რომ ეს შენი რეალური მიზანია,” - წერს კელი.

ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით, რასაც მმართველი გუნდის წევრების მხრიდან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები