ბლინკენი ჩინეთს აფრთხილებს

26-04-2024 17:36:50 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო ზომების გამოყენებით აფრთიხელბს. ამის შესახე მან პეკინში სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სი ძინპინთან შეხვედრას წინ უძღოდა დელეგაციების თითქმის 6-საათიანი დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები იკვეთება, ჩვენ ასევე მკაფიოდ ვხედავთ ჩინეთისგან მომდინარე გამოწვევებს და განსხვავებს ჩვენს ხედვებში მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით",- განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან.

ბლინკენს არაფერი უთქვამს, მიაღწია თუ არა პროგრესს მოლაპარაკებებში, რომ ჩინეთმა შეწყვიტოს ორმაგიდანიშნულების პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რომელთაც მოსკოვი საკუთარი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს.

ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთს გაუჭირდება ომის გაგრძელება ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე.

"თუ ჩინეთი არ მოაგვარებს ამ პრობლემას, ჩვენ მივიღებთ ზომებს",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ შეძლებს პოზიტიურად შეხედოს ჩინეთის განვითარებას",- განაცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა.

როგორც დაანონსდა, მაისში კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი გეგმავს ჩინეთში ვიზიტს. ასევე მაისში სი ძინპინის ვიზიტი იგეგმება ევროპულ ქვეყნებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები