სააკაშვილმა უკრაინის გენპროკურორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2017-12-07 14:44:35
149

საქართველოს ექს– პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

სარჩელის თანახმად, აღნიშნული პირები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ სხვადასხვა არაკანონიერ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან, სააკაშვილი თვლის, რომ მაღალჩინოსნები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

სარჩელის თანახმად, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით უნდა იყოს აღძრული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.