საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მიანმარში როჰინჯების დევნას აპროტესტებენ

2017-09-13 13:31:07
173

საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მიანმარში როჰინჯების დევნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა დაგმეს მიანმარიას ჯარისა და იქ მცხოვრები ბუდისტების მიერ მუსლიმი მოსახლეობის დევნისა და ფიზიკური განადგურების ფაქტები.

მათი თქმით, მიანმარში მუსლიმები სასტიკი მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი არიან, მათ უწვავენ სახლებს, აუპატიურებენ ქალებს, კაცებს კი ჯვარზე აკრავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მრავალი ათასი ადამიანი დაიღუპა. ისინი ფაქტს გენოციდს უწოდებენ და საერთაშორისო თანამეგობრობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს აქტიურობისაკენ მოუწოდებენ.

მიანმარის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი შემდეგ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებში მონაწილეობას არ მიღებს. ამის მიზეზად მიანმარის დეფაქტო ლიდერის პრესსამსახური აუნ სან სუ ჩის მიმართ გაზრდილ კრიტიკას ასახელებს, რომლის მიხედვითაც მას რაქჰაინის კრიზისის გამწვავებას აბრალებენ.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომდგენელი.

ამის შემდეგ დაახლოებით 290 000 როჰინჯა მუსლიმი ძალადობისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა ბანგლადეშში გადასულიყო.

როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.