მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტურს ჩერნივციდან დაიწყებს

2017-09-13 12:58:15
117

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტურს ჩერნივციდან დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ახალი ძალების მოძრაობის“ პრეს–სამსახური ავრცელებს. თუმცა ისინი, არ აკონკრეტებენ სად იმყოფება ამჟამად სააკაშვილი და რომელ საათზე აპირებს ის ჩერნივციში ჩასვლას.