შსს 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით

2018-05-16 17:22:34
435

 

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მეზვრიშვილის განმარტებით, 17 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს უწყება შეხვდა და აქციებთან დაკავშირებით მოელაპარაკა.

17 მაისს თბილისში ერთდროულად აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე. შედგება თუ არა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს რაიმე სახის საჯარო აქტივობა, ამ ეტაპზე უცნობია. თანასწორობის მოძრაობის წევრები საკითხზე თათბირობენ.  

15 მაისს საპატრიარქომ 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს მიმართა.