მედია: ერდოღანმა ბაიდენთან ვიზიტი გადადო

26-04-2024 22:28:38 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გადადო ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში 9 მაისს უნდა შეხვედროდა. ამის შესახებ Bloomberg-ს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.

წყარომ თქვა, რომ თურქეთმა ვიზიტის გადადება გადაწყვიტა, ხოლო აღნიშნული ერდოღანის განრიგის შეცვლით არის განპირობებული.

მიუხედავად თეთრი სახლის სპიკერის თქმისა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ არ დაანონსებულა, ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს პირად საუბრებში დაუდასტურეს, რომ ვიზიტი იგეგმება.

Bloomberg-ის თანამოსაუბრემ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ ანკარა და ვაშინგტონი ერდოღანის ვიზიტის ახალ თარიღს განიხილავენ.

ამავდროულად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის პირობით, დაადასტურეს, რომ თურქულმა მხარემ ვიზიტი გააუქმა, მაგრამ ერდოღანმა შესაძლოა მოგვიანებით, უფრო მოსახერხებელ დროს მოისურვოს აშშ–ში ჩასვლა.

ორივე ქვეყანამ დაადასტურა მომავალი წლისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების ერთობლივი წარმოების გეგმები, რაც კიევს ძალიან სჭირდება.

მანამდე, აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალური პირები განიხილავდნენ ანკარაში უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის კავშირების გაუმჯობესებას, როგორც ურთიერთობების აღდგენის მცდელობის ნაწილს.

მედიის ცნობით, შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების შესყიდვის გაზრდაზე, რათა გაზარდოს საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება, რადგან მოკავშირეები ცდილობენ, უკრაინას მიაწოდონ კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები