საბურთალოზე სატრანსპორტო სქემა შეიცვალა – (VIDEO)

13 March, 2018   3 თვის 6 დღის წინ
277

საბურთალოს რაიონში სატრანსპორტო სქემები შეიცვალა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებების დასაშვები მიმართულებები ასეთია:

იონა ვაკელის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან ყაზბეგის გამზირამდე, გაცალმხრივდა;

ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და დაიხაზა შესაბამისი სატრანსპორტო ზოლი;

ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყაზბეგიდან გადაადგილება შეუძლიათ,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე ან პირდაპირ;

გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე;

ყაზბეგის გამზირიდან, ჭილაძის ქუჩის მეშვეობით, მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელია ვაჟა-ფშაველაზე ან პირდაპირ;

ასევე, აპრილიდან ცვლილება ეხება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთს;

იოსებიძის ქუჩაზე, ქუთათელიდან კალანდაძის ქუჩამდე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება;

ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევა;

ავტომობილები, კალანდაძის ქუჩის გზაჯვარედინზე გადაადგილდებიან  ან მარცხნივ–პეკინის ქუჩისკენ, ან პირდაპირ – იოსებიძის ქუჩაზე.