ინდოეთში სიამის ტყუპები დაიბადნენ - VIDEO

02 November, 2017   3 თვის 2 კვირის წინ
236

ინდოეთში სიამის ტყუპები დაიბადნენ, რომლებსაც საერთო სხეული და ორი თავი აქვთ. ინფორმაციას Indian Express-ი ავრცელებს.

ექიმების თქმით, ტყუპების სხეული 3,7კგ-ს იწონის. ტყუპებს გული და ფილტვები განცალკევებული, ხოლო ღვიძლი და სხვა ორგანოები საერთო აქვთ. სპეციალისტებმა ტყუპების განცალკევება შეუძლებლად მიიჩნიეს, ისინი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ.

გაირკვა, რომ სიამის ტყუპების არსებობა ექიმებმა ფეხმძიმობის მხოლოდ მერვე თვეზე დააფიქსირეს.