"ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს"

2017-10-12 13:11:34
85

"ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს",- ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიამ განაცხადა. 

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ის გაგრძელდეს. მან ასევე რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეკავების პოლიტიკა სამი ელემენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და ამისთვის საჭირო იქნება გავაძლიეროთ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა. ბოლო მონაცემით, ჩვენი ტექნიკაც და კონტიგენტიც აღმოსავლეთ ევროპაში გასამმაგდა, რაც ჩვენი პარტნიორობის მიერ შეტანილი წვლილი და დამსახურებაა. ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა, მაგრამ მრავალი წელია, ის ჩვენი მეგობარი და პარტნიორია,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.