ირაკლი კაკაბაძის "მწვანე პანტერა" : "ბანკებში კიდევ შევვარდებით"

2017-09-14 13:42:10
500

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკში" მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირი, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ორგანიზაციის წევრი იყო. ამასთან, მისი თქმით, "ბრძოლა გაგრძელდება და ასევე შევარდნები ბანკებშიც, სანამ აღნიშნული დაწესებულებები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ".

"ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ბანკებში კიდევ შევვარდებით. ეს შევარდნები გაგრძელდება მანამდე, სანამ ბანკები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ და სანამ საქართველოში ერთი ადამიანი მაინც იცხოვრებს სიღატაკის ზღურბლს ქვემოთ. 'მწვანე პანტერის'" წევრების გვარების დასახელებას არ ვაპირებ. მათი მოძიება შესაძლებელია იმ ადამიანებს შორის, ვინც ან თვითონ დააზარალა ბანკმა, ან ვისაც ადამიანის თანაგრძნობის და სამართლიანობის გრძნობა გააჩნია", -აღნიშნა კაკაბაძემ.

კითხვაზე, რატომ დაამთავრა მისი ორგანიზაციის წევრმა სიცოცხლე ამ ფორმით, კაკაბაძემ განაცხადა, რომ "ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა იმ სისტემამ, რომელიც ადამიანების უბედურებაზე და საცოდაობაზე მდიდრდება".

"ეს არის მთავარი მიზეზი ამ ტრაგიკული შემთხვევისა.  დღეს ქვეყანაში არის სისტემა, სადაც ადამიანები იძულებულები არიან, საკუთარი სიცოცხლე დაამთავრონ მხოლოდ იმიტომ, რომ გაუმაძღარი მევახშე ან ბანკირი ვერ გაძღა ვერაფრით.  ეს არის ჩვენი მთავარი ტრაგედია დღეს", - აცხადებს უფლებადამცველი. 

წყარო: "პრაიმტაიმი"