10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გარღვევის საქმეს ხულიგნობის მუხლი დაემატა

2017-09-13 16:34:12
77

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ახალი მუხლიც დაემატა. უკრაინის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმე 4 მუხლითაა აღძრული, თუმცა მას ხულიგნობის მუხლიც დაემატა.

წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფი ლვოვის პოლიციის ბაზაზე შეიქმნა და სამართალდამცველები თვითმხილველების და მონაწილეების დაკითხვას აწარმოებენ.