„კითხვები იმ პარტიებთან უნდა გქონდეთ, რომლებიც რეგიონებში დღე და ღამე აგიტაციას ატარებენ და თურმე, არანაირი შემოწირულობა არ აქვთ“

2017-09-13 15:35:13
121

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მთავრი შეკითხვები პარტიების შემოწირულობასთან დაკავშირებით იმ პარტიებთან უნდა გაჩნდეს, "რომლებიც რეგიონებში დღე და ღამე აგიტაციას ატარებენ და თურმე, არანაირი შემოწირულობა არ აქვთ“.

სოზარ სუბარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსული თანხა დეკლარირებული აქვს, ხოლო სხვა პარტიების დოკუმენტები ეჭვს აჩენს.

„ჯობია ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად კითხვები უნდა გქონდეთ იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველთვის დადიან რეგიონებში, დღე და ღამე ატარებენ აგიტაციას და ამ დროს, თურმე, არანაირი შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ მათ თანხებო აქვთ არალეგალურად დამალული, რაც არის ძალიან ცუდი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.