„გულგრილი“ სომხეთი: რატომ თქვა ერევანმა უარი საქართველოში ნატო–ს წვრთნებზე

2017-09-04 18:29:08
470

მოსკოვში თვლიან, რომ სომხეთის მიერ საქართველოში დაწყებულ ნატო–ს წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ნატო–სომხეთის ურთიერთობებზე არ აისახება. ერავანში სულ სხვა რამეს იმედოვნებენ, – წერს „armeniasputnik.am“, რომელიც აღნიშნულ საკითხზე რუს და სომეხ ექსპერტებს ესაუბრა.

ნატოს სწავლება Agile Spirit 2017 რუსეთზე ზეწოლის მცდელობაა, ამიტომაც სომხეთის მხრიდან წვრთნებში მონაწილობაზე უარის თქმა სრულიად ლოგიკურია, – მიიჩვნევს რუსი ექსპერტი ნიკოლაი სილაევი.

მისივე თქმით, სომხეთს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებს, ხოლო ნატო–სთან რუსეთის ურთიერთობები ყველასთვის ცნობილია:

„სამხრეთ კავკასიაში ნატო–ს აქტიურობას არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მით უფრო ნატო–ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებასთან. ეს აქტივობა რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისკენაა მიმართული. შესაბამისად, მსგავს წვრთნებში სომხეთის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, შეფასდებოდა მის მონაწილეობად რუსეთზე ზეწოლაში“.

როგორც სილაევმა აღნიშნა, სომხეთის მონაწლეობამ წინა ივლისის ანალოგიურ წვრთნებში მოსკოვში გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია.

რაც შეეხება თავად ალიანსის პოზიციას, რუსი ექსპერტის არზრით, ერევნის ამ გადაწყვეტილებას ნატო–ში გაგებით მოეკიდებიან:

„ალიანსში იციან მოსკოვისა და ერევნის მჭიდრო სამხედრო– პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე. რაში სჭირდებათ პროვოცირება?!“.

საქართველოში მიმდინარე წვრთნებზე სომხეთის არდასწრება რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნოტო–სთან ერევნის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გავლენას არ იქონიებს,– თვლის კავკასიოლოგების სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე კრილოვი.

„სომხეთს რომ მონაწილეობა მიეღო, ეფექტი მეტი იქნებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მსგავს წვრთნებში სომხეთის მონაწილეობა, როგორც წესი, მცირერიცხოვანი სანიტარული ქვედანაყოფებით შემოიფარგლება. ეს არის ერთგავარი მონიშნვა ნატოს–თან და ზოგაგდად დასავლურ სამყაროსთან თანამშორლობისა. ვერ ვიტყვით, რომ სომხეთი ნატო–სა და აშშ–სკენ რადიკალურად დაიწყებს შეტრიალებას და ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, როგორსაც საქართველო– მიხეილ სააკაშვილის დროს“, – განაცხადა კრილოვმა.

ამასთან, მისივე აზრით, მოსკოვი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება:

„აშშ–სა და მის მოკავშირეებთან კონფლიქტი არავის სურს– ეს თამაშის წესია“.

ერევნის გადაწყვეტილების გარკვეულ მოულოდნელობაზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2013 წელს სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღო, ამგვარად „ეს სომხური დიპლომატიისთვის დამახასიათებელია“.

მან გაიხსენა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის წევრია, რომელიც მის სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და ჯერ–ჯერობით, რიგი ნაკლოვანებებისა და ერევნის აღშფოთების მიუხედავად კოლექტიური უსაფრთხოებისა და უშუალოდ რუსეთის უმექმედობის გამო, ამ სისტემას ალტერნატივა ჯერ–ჯერობით არ უჩანს:

„დასავლელი პარტნიორები ღად აცხადებენ, რომ ვერ მოახდენენ სომხეთის უსაფრთხოების გარანტირებას და მისთვის რუსეთთან განშორებით გამოწვეული ზარალის კომპენსირებას, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. დასავლური დერჟავები საკმაოდ გულწრფელად იქცევიან და არასოდეს იძლევიან დაპირებას, რომელსაც ვერ შეასრულებენ“.

საკითხს სხვაგვარად უდგება სომეხი პოლიტტექნოლოგი ვიგენ აკოფიანი. მისი აზრით, მსგავსი ხისტი ნაბიჯით ერევანი კიდევ ერთხელ აძლევს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს საბაბს, სომხეთის სუვერენიტეტის მოწყვლადობაზე ისაუბროს.

ის ყურადღებას სომხეთში აშშ–ის ელჩის რიჩარდ მაილსის ამასწინანდელ განცხადებაზე ამახვილებს, რომლის თანახმად, აშშ–ს სურს დარწმუნებული იყოს ერევნის გადაწყვეტილებების სუვერენულობაში.

„სომხეთის ხელისუფლების  ხისტი ნაბიჯები მსგავსი განცხადებებისთვის დამატებით საბაბს იძლევა. გასაკვირია, რომ რიგი სახელისუფლებო წრეები კვლავ იგივე თოხს აბიჯებენ. როგორ შეიძლებოდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რამდენად სარისკოა მსგავსი ნაბიჯები?! სხვა საკითხია, რომ შესაძლებელია, ყოფილიყო გარკვეული ვაჭრობა სხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან რაღაცის სანაცვლოდ“, – განაცხადა აკოფიანმა.

მისივე განმარტებით, ნატო–ს „მორიგ“ სწავლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ სომხეთს შესაძლოა, საიდუმლო დიპლომატიური მოლაპარაკებების ფარგლებში რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მიეღო.

„არ გამოვრიცხავ, სწორედ ამიტომ ყოფილიყო მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ეს იყო არა გეოპოლიტიკური შეცდომა, არამედ გააზრებული გადაწყვეტილება და სარეპუტაციო დანაკარგს უფრო ფასეული კომპენსაცია ექნება“, – დასძინა სომეხმა ექსპერტმა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ოფიცილურ ცერემონიაზე სომეხი სამხედროების არდასწრების ირგვლივ ამტყდარი ხმაური ქარიშხალია ჭიქა წყალში, – ამის შესახებ „სპუტნიკ –სომხეთს“ სომხეთის პარლამენტის ვიცე–სპირკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განუცხადა.  

 მისივე თქმით, სომხეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ კოლექტიური უსაფრთოების ორგანიზაციის ალტერნატივას ვერ ხედავს, და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად არც კი დაუდასტურებიათ ამ სწავლებაში სომხეთის მონაწილეობის განზრახვა.

გარდა ამისა, შარმაზანოვის თქმით, „სომხეთი ძირითადად ნატო–ს იმ წვრთნებში მონაწილეობს, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები არა არიან“.

„სომხეთმა უნდა განავითაროს ურთიერთობები უპირველესად კოლექტიური უსაფრთხოების წევრ ქვეყნებთან, თუმცა მზადაა ასევე ნატო–ს წევრ ქვეყნებთან ურთიერთქმედებისათვის. უსაფრთხოების თვალსაზრისით სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე დიდი ხანია გააკეთა– ესაა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და არასოდეს– არც პირველი, არც მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში არც ახლა და 2022 წლამდე, სანამ რესპუბლიკური პარტია იქნება სომხეთის მმართველობის სადავეებთან , ნატო–ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ მდგარა და არ დადგება, სომხეთისა და მისი ხალხის უსაფრთხოება ოფიციალური ერევნისთვის პირველ ადგილზეა და უსაფრთხოების ამ სტრუქტურაში საკვანძო როლს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ასრულებს“, – დასძინა მან.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის არტაკ ზაკარიანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წვრთნებ  "Agile Spirit 2017"-ში  მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებიათ.

"ვერ გეტყვით რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნების მონაწილე ქვეყნების ნუსხაში. სომხეთს არასდროს უთქვამს, რომ ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაკარიანმა სომხურ პორტალ tert.am-თან საუბრისას.

ამასთან, ზაკარიანმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მესამე ქვეყნის შესაძლო ჩართულობა გამორიცხა.

„ნატო არის იყო, არის და იქნება სომხეთის პარტნიორი. ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სრულფასოვანი წევრი ქვეყანა ვართ და მისი სისტემა ჩვენი უსაფრთხოების მთავარი ქოლგაა“, – განაცხადა ზაკარიანმა.

ზაკარიანისგან განსხვავებით, ქართული მხარე ირწუნება, რომ სომხეთმა Agile Spirit 2017-ში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა.

"სოხეთის თავდაცვის სამინისტრომ დროულად შეგვატყობინა Agile Spirit 2017–ში მონაწილეობის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო მომეტში ჩვენმა მეზობელმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა",– განუცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხიმგებელმა გიორგი კაჭარავამ სომხურ მედია საშუალებებს.

წვრთნები სახელწოდებით Agile Spirit 2017 საქართველოში 3 სექტემბერს დაიწყო. წინასწარი ცნობებით, მანევრებში ჩართული არიან აზერბაიჯანის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, უკრაინის და აშშ-ის სამხედროები.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ ნატო–ს წვრთნებში Noble Partner 2017 –ში მიიღო მონაწილეობა. 

სომხური მხარის მიერ Agile Spirit 2017-ში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზების გასარკვევად "აქცენტი" საქართველოში სომხეთის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოში ზეპირსიტყვიერი კომენტარისგან თავი შეიკავეს და გვთხოვს წერილობით მიგვემართა.