„ლოკომოტის“ სტადიონზე ხელჩარული ჩხუბის გამო მატჩი შეწყდა

2017-08-11 20:41:24
350

„ლოკომოტივის“ სტადიონზე, სადაც თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის თამაში მიმდინარეობს, გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო მატჩის მიმდინარეობა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზმაუ ავრცელებს.

სამართალდამცავების მიერ "ტორპედოს" გულშემატკივრების სტადიონიდან გაყვანის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

რაც შეეხება მატჩს, ამ დროის მონაცემებით,  „ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს ქუთაისის „ტორპედოს“.

თამაშის დაწყებიდან მალევე ერთ-ერთი გუნდის გულშემატკირებმა მოედანზე სხვადასხვა საგნები, მათ შორის პიროტექნიკა გადმოყარეს. დადგება თუ არა დღის წესრიგში მატჩის ხელახლა ჩატარების საკითხი და მომხდარის გამო დაჯარიმდება თუ არა რომელიმე კლუბი, საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.