CNN: თუ დედამიწაზე ცხოვრება მოგბეზრდათ, მეცნიერებმა თქვენთვის ორი პლანეტა აღმოაჩინეს

2017-08-11 15:31:59
154

თუ დედამიწაზე ცხოვრება მოგბეზრდათ, მეცნიერებმა თქვენთვის ორი სავარაუდოდ, საცხოვრებელი პირობების მქონე პლანეტა აღმოაჩინეს, ამის შესახებ CNN წერს. პლანეტები დედამიწიდან სინათლის 12 წელიწადით არის დაშორებული.

 

ასტრონომების განცხადებით, მზის მაგვარი ვარსკვლავის - "Tau Ceti"-ის ორბიტის ირგვლივ, მათ სულ 4 დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ ახალაღმოჩენილ 2 პლანეტაზე არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ამასთანავე, მათ ნივთიერებების თხევადი სახით შენარჩუნების უნარი აქვთ.