ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

26-04-2024 14:46:03 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მისი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.