დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალი სამ პოლიციელს წარედგინა

2017-08-11 14:35:49
258

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპვის საქმეზე, საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლებით წარუდგინეს. 

პროკურატურა პოლიცილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და მათი სამსახურიდან ჩამოცილებას ითხოვს.