პეტერბურგში საქართველოს მხარდამჭერი აქცია „გავგზავნოთ პუტინი ჰააგაში“ გაიმართა

2017-08-10 12:46:44
611

პეტერბურგში საქართველოს მხარდამჭერი აქცია „გავგზავნოთ პუტინი ჰააგაში“ გაიმართა. 50–მდე აქტივისტი ნევის პროსპექტზე გავიდა, რათა შეეხსენებინა თანაქალაქელებისთვის საქართველოსთან 2008 წლის 5 დღიანი ომისა და უკრაინის აღმოსავლეთში ილოვაისკისთვის 2014 წლის 10 აგვისტოს ბრძოლის დაწყების თაობაზე.

აქცია ანტისამხედრო კომიტეტის მიერ პეტერბურგის დემოკრატიული მოძრაობა „სოლიდარობის“ მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. მას „ღია რუსეთის“, „არტმომზადების“, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების „იაბლოკოს“, „პარნასის“ წევრები, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების, პარტიებისა და მოძრაოებბის წარმომადგენლები შეუერთდნენ.   

აქცია ჰააგის სასამართლოში პუტინისა და მედვედევის, როგორც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების სიმბოლურ უწყისებზე ხელმოწერების შეგროვებით დაიწყო.

მოძრაობა „სოლიდარობის“ აქტივისტ ოლგა სმირნოვას განცხადებით, საზოგადოებაში რუსული აგრესიის ფართო მხარდაჭერა აიხსნება მასირებული სიცრუით იმის შესახებ, რომ საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრებ რუსებს დახმარება ესაჭიროებოდათ. მისივე აზრით, გამოთქმა „ჰიბრიდული ომი“ მალავს სიმართლეს – სინამდვილეში როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში სახელმწიფოებს შორის ფართომასშტაბიანი ომი წარმოებდა.

ანტისაომარი აქციაც „ჰიბრიდული“ გამოდგა: ხელმოწერების შეგროვების შემდეგ აქტივისტებმა ცალკეული ანტოსაომარი პიკეტების სერია გამართეს მთავარი კითხვით: „კიდევ სად მიიტანს პუტინი „რუსულ მშვიდობას“, თუ მას არ შეაჩერებენ?“.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ვინაიდან რუსი პოლიტიკოსების უმრავლესობა ანტოსაომარ თემას თავის დღის წესრიგში არ რთავს, ამის გაკეთება სამოქალაქო ატივისტებს უწევთ.

აქცია იმით დასრულდა, რომ მისმა მონაწილეებმა პლაკატის სახით გაფორმებული პუტინისა და მედვედევის „უწყისები“ ადგილობრივ სასამართლოში მიიტანეს.   

 

წყარო: http://www.cyxymu.info/2017/08/otpravit-Putina-v-Gaagu.html