აშშ–ის ელჩმა საოკუპაციო ხაზთან განცხადება გააკეთა: „აშშ ხმას აიმაღლებს!"

2017-07-14 16:04:26
353

საქართველოში აშშ–ის ელჩ იან კელის განცხადებით, „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია, აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს“. აღნიშნული განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა. ის სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა.

 

„ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 21-ე საუკუნეში, როცა მეზობელი სახელმწიფოს მიერ ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა, აშშ-ი ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს.

მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართვლოს სუვერენიტეტის დარღვევა.

რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში და მეტი საუბარი ამ თემაზე “, - განაცხადა იან კელიმ.