პარიზში ავტომანქანა, რომელსაც შეიარაღებული პირი მართავდა, პოლიციის ავტომობილს დაეჯახა

2017-06-19 18:52:50
365

პარიზში, ელისეის მინდვრების სიახლოვეს ავტომანქანა პოლიციელების ავტომობილს შეეჯახა.

ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, ავტომობილის მძღოლი შიარაღებული იყო. 

მათივე ცნობით, თავდამსხმელი პოლიციელების მანქანას გამიზნულად შეეჯახა. ვრცელდება ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელის მანქანის შხრეკის შედეგად "კალაშნიკოვის" ტიპის ცეცხლსასროოლი იარაღი, ხელყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები აღმოაჩინეს.