"თავისუფალი დემოკრატები" მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერას არ გამორიცხავენ

2017-04-20 18:23:38
264

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო მზადება დაიწყეს. დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები რაიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯერჯერობით პარტიაში არ აკონკრეტებენ დამოუკიდებლად მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ კოალიციას შექმნიან რომელიმე პარტიასთან.

შალვა შავგულიძის თქმით მისი პარტიისთვის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატად მისაღებია.

„ჩვენ გახსნილი ვართ ყველა ოპტიმალურად გონივრული და ოპტიმალური გადაწყვეტილებისთვის. არ გვაქვს რაღაც აკრძალვები წინასწარ დათქმული. უნდა დავინახოთ რეალური სურათი და რა იქნება უფრო წარმატებული ჩვენი პარტიისთვის,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.