კილაძემ მისი ვაჟის დაკავების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა – კადრებში 10–მდე პოლიციელი ჩანს(ვიდეო)

13 April, 2017   2 კვირის 2 დღის წინ
249

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ დღეს მისი ვაჟის დავით ხარშილაძის დაკავების პროცესის ამსახველი კადრები განასაჯაროა. კადრები ეკუთხვის მოქალაქე შორენა ლალიაშვილს, რომელიც დაკავების ფაქტს შეესწრო.  

როგორც მოწმე აცხადებს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური, გარეთ გასულმა კი დაინახა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდიბნარეობდა. მისივე თქმით, თავად დავით ხარშილაძეს იცნობდა და ამიტომ მისი სურვილი იყო, დასწრებოდა საგამოძიებო მოქმეეებას, მიმართა სამართალდამცველებს აღნიშნული მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი მან პროცესის გადაღება დაიწყო.

მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა 10–მდე პოლიციელი, ამასთან ისმის თავად ხარშილაძის ხმა, რომ მას ნარკოტიკი არ აქვს.

 „ტერიტორია გადაკეტილი იყო. როდესაც ადამიანს აკავებენ, მიმაჩნია, რომ მოწმე უნდა დაესწროს. მოვითხოვე, „დამასწარით ჩხრეკას და ოქმზე ხელს მოგიწერთ–მეთქი“. ატყდა ამბავი და უარი მითხრეს. განმიმატეს, რომ სპეცოპერაცია ტარდება და უცხო პირების ყოფნა არ შეიძლება. თავად დაკავებულს ვიცნობ. ჩემს ხმაურზე მოიხედა დავით ხარშილაძემ და მითხრა –„მე არაფერი არ მქონია, ჩამიდეს“. ამაზე გადავირიე და დავიწყე პროცესის გადაღება. ჩემს გარდა ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს“,– განაცხადა მოწმემ.

თავად კილაძის განცხადებით, კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მისი ვაჟის საქმე გაყალბებულია.  

„ჩხრეკისა და დაკავების ოქმში არის სამი პირი, მათგან ერთია ქუმელაშვილი, რომელიც წერს ამას და ეს ტყუილია, რადგან ადგილზე არანაირი დოკუმენტაცია არ შედგენილა, არის კიდევ ორი მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემს შვილს ნარკოტიკი ამოუღეს. რეალურად კი ფილის მიხედვით ჩანს, რომ იქ იმყოფება 12–ზე მეტი პოლიციელი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მონაცემები გაყალბებულია, რადგან თითოეული მათგანი, ვინც კადრებში ჩანს, არის თვითმხილველი მოწმე, ვინაობა უნდა იყოს ცნობილი გამოძიებისთვის. მე მივდივარ ამ ფირით, როგორც მტკიცებულებით, რომ ჩემი შვილის საქმე გაყალბებულია, პროკურატურაში და მოვითხოვ ბრალდებაზე უარის თქმას, ვინაიდან ეს სამაგალითო დასჯის სპექტაკლია“,– განაცხადა კილაძემ.

დაცვის მხარის შეფასებით, კადრები ახლად გამოვლენილი გარემოებაა, ამიტომ ისინი დღეს საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.

ცნობითვის: ხარშილაძე ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.   

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ დაკავებულს შეხვდნენ და დაკავების დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია.

„ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და გადაემოწმებინა, თუ როდის და რა გარემოებებში მოხდა ასეთი დაზიანებების მიყენება. ასევე არის მნიშვნელოვანი საქმის დეტალები, მათ შორის პროცესუალური დარღვევები, რომელზეც თვითონ დაკავებული საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ფაქტი იქნას გადამოწმებული და გამოძიების რეაგირება მოხდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანაუაშვილმა.