ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ „აგენტების კანონი“ ევროპულია და რომ რუსული ძალები „სივრციდან გაქრნენ"

17-04-2024 17:12:05 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს რომ „აგენტების კანონი“ ევროპულია და ასევე ქართული და რომ ის მხოლოდ მიღებული და დახარჯული თანხის გამჭვირვალეობას ეხება.

მისი თქმით, გამჭვირვალეობა ვერ გაარჩევს მტერს და მოყვარეს და რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველაზე და რომ „გამჭვირვალობა უპირველესად, მეგობრის პასუხსიმგებლობაა.

რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენას, მისი მტკიცებით, ისინი პრაქტიკულად სივრციდან არის გამქრალი და ერთადერთ პრორუსულ ჯგუფს – ალტ–ინფოს“, რომელიც აქტიურობდა, „ექსზისტენციური პრობლემა აქვს – ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ მხრივ რისკები შემცირებულიყო“.

იხილეთ ასევე: ბორელი და ვარჰეი: მოვუწოდებთ საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს

ჰერჩინსკი – "აგენტების კანონზე": საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, გართულებას გამოიწვევს

შარლ მიშელი – "აგენტების კანონზე": არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, დააშორებს ევროკავშირს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები