შარლ მიშელი – "აგენტების კანონზე": არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, დააშორებს ევროკავშირს

16-04-2024 20:28:18 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის კვლავ ინიიცირებას და ხაზს უსვამს, რომ ის საქართველოს ევროკავშირს დააშორებს.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებს, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, არ მიაახლოებს”, – წერს შარლ მიშელი.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავს "აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები