ჰერჩინსკი – "აგენტების კანონზე": საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, გართულებას გამოიწვევს

17-04-2024 15:19:20 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მორიგ ჯერზე იმეორებს, რომ "აგენტების კანონი" საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება.

„როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გავიზიარა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 17 აპრილს ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები