კლიმატის აქტივისტების დაკავების გამო, ბაქო ნიდერლანდებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს

10-04-2024 14:00:11 კავკასია ,მსოფლიო

ნიდერლანდებში დემონსტრაციაზე შვედი კლიმატის აქტივისტის გრეტა ტუნბერგის ორჯერ დაკავებისა და მალევე გათავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა.

"შეშფოთებული ვართ ჰააგაში მშვიდობიან დემონსტრაციაზე სახელგანთქმული კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგის დაკავებით. როგორც გაეროს 2024 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტი ქვეყანა, ნიდერლანდების მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კლიმატის დემონსტრანტებს და გაათავისუფლოს დაკავებულები." – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს მხოლოდ ორ თვეში დააკავეს რვა ჟურნალისტი, რომლებიც კორუფციაზე მუშაობდნენ, დაკავებები გაგრძელდა წელსაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები