მორგან ფრიმენი: „მოგმართავთ ყველას, ერთად ვებრძოლოთ მზაკვარ ჯაშუშ პუტინსა და პუტინის რუსეთს“ (ვიდეო)

2018-09-14 13:20:16
485

 

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა საგანგებო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც ადამიანებს „მზაკვარი ჯაშუში პუტინისა და პუტინის რუსეთისადმი ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს“.

 


„ჩვენ თავს დაგვესხნენ, ჩვენ ახლაც ომში ვართ. წარმოიდგინეთ ასეთი კინოსცენარი: უშიშროების ყოფილი აგენტი, რომელიც განრისხებულია მისი სამშობლოს დაშლის გამო, რევანშს გეგმავს. სარგებლობს რა შექმნილი ქაოსით, იგი აწყობს კარიერას პოსტსაბჭოთა რუსეთში და პრეზიდენტი ხდება. იგი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და მიზანში იღებს თავის მოსისხლე მტერს – შეერთებულ შტატებს. და როგორც უშიშროების ნამდვილი აგენტი, იგი საიდუმლოდ იყენებს კიბერ–ჯარებს, რათა თავს დაესხას დემოკრატიულ რეჟიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური მედიის გამოყენებით, იგი არწმუნებს დემოკრატიული საზოგადოებების წევრებს, არ დაუჯეროს თავისუფალ მედიას, დემოკრატ პოლიტიკოსებსა და მეზობლებსაც კი და მას ეს გამოსდის!

ეს ჯაშუში ვლადიმირ პუტინია და ეს არ არის კინოსცენარი! ჩვენი პრეზიდენტი გულახდილად უნდა გაგვესაუბროს და სიმართლე გვითხრას. ჩვენ გვჭირდება, იგი ოვალურ კაბინეტში მაგიდას მიუჯდეს და თქვას: „ძვირფასო ამერიკელებო, ბოლო არჩევნების დროს ჩვენ რუსეთის მთავრობის თავდასხმის მსხვერპლი გავხდით. მოვუწოდებ კონგრესსა და სპეცსამსახურებს, ყველა რესურსი გამოიყენონ ამ საქმის დეტალური გამოძიებისთვის იმის გასარკვევად, კონკრეტულად როგორ მოხდა ეს ყველაფერი“.

თავისუფალ სამყაროს ჩვენი ლიდერობის იმედი აქვს. 241 წლის განმავლობაში ჩვენი დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროსა და ნათელ მაგალითს წარმოადგენდა და ჩვენ ვალში ვართ მამაცი ადამიანების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ჩვენი დიადი ერისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ვალდებულები ვართ, მათი საქმე გავაგრძელოთ მომავალი თაობებისთვის“.