“ივანიშვილი კორუფციაში ჩაძირულ კვირიკაშვილს აგდებს და ვერ აგდებს”

2018-06-13 16:15:06
331

 თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

“ივანიშვილი კორუფციაში ჩაძირულ კვირიკაშვილს აგდებს და ვერ აგდებს. გაურჩდა პრემიერ-მინისტრი. და რატომ ერჩიან ერთმანეთს? კორუფციოლ-მაფიოზური გარჩევების სინამდვილეში. ქვეყანა, ხალხი, პრობლემები – ვის ადარდებს. გაუტკბათ მილიონების ჭამა და ეუჩებიან მთავარ მაფიოზს უკვე. ქართული ოცნება არის ჭაობი, ხალხის ნდობის გამნიავებელი ჭაობი !”, – წერს სოციალურ ქსელში ელისაშვილი.

ცნობისთვის: გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრის შემდეგ პრემიერი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ძირითადად UNICEF-ის კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრეს.