შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება

26-04-2024 12:54:28 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ირწმუნება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება.

მან რეზოლუცია "ქართველ ხალხზე თავდასხმად" შეაფასა, რომელსაც, მისი თქმით," არანაირი ძალა არ აქვს".

"საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება. ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროდეპუტატის პწკენა. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი. ივნისშია არჩევნები, ასე რომ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რათა ქართველ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხან, აქ მეტი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები