ფარხად მამედოვი: "აზერბაიჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოა"

2018-06-12 00:39:23
299

 

რა გამოწვევების წინაშე დგას სამხრეთ კავკასიის რეგიონი და რამდენად ნაყოფიერია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რეგიონული თანამშრომლობა არსებული  პოლიტიკური ვითარების ფონზე, გვესაუბრება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი  ფარხად მამედოვი.

- ბატონო ფარხად,  რამდენად მნიშვნელოვანია კონფერენციები, რომელიც ერთობლივად ტარდება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მიერ და რომელშიც საქართველოდან რონდელის ცენტრი მონაწილეობს?

- ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყოველ წელს მონაცვლეობით ვატარებთ სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ კონფერენციებს. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ყოველწლიურად ფართოვდება თანამშრომლობის ფორმატი. თუ ადრე მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები ტარდებოდა, ისიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შემდეგ კი ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელების დონეზე, ამ ეტაპზე უკვე არსებობს ახალი პლატფორმა საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების დონეზე. გარდა ამისა, ვითარდება განხორციელებული პროექტების პლატფორმა, თუ ეს აქამდე იყო  ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გაზსადენი და ნავთობსადენი, დღეს უკვე ჩვენი გაზსადენი გაფართოვდა და სამხრეთ კარიდორის ნაწილი გახდა. გასულ წელს ექსპუატაციაში ჩაეშვა სარკინიგზო გზა ბაქო-თბილისი-ყარსი, ჩატარდა სამხედრო წვრთნები, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამასთან, წელს იგეგმება  გაზსადენი „ტანაპის“ (TANAP გახსნა), რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას ემსახურება. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროში ფართოვდება და ღრმავდება.

ამის პარალელურად ჩნდება ახალი შესაძლებლობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გასულ წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. თუ ჩვენთან ნეგატიური დამოკიდებულება არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იყო აზერბაიჯანისთვის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა, მას შემდეგ, რაც საქართველომ  აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა გააფართოვა, ახლა უკვე აზერბაიჯანი ხდება საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყანა. ამ ფონზე ჩვენი ფუნქცია იზრდება. ჩვენ უნდა განვიხილოთ უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატები და ასევე უნდა განვიხილოთ ახალი გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას როგორც უსაფრთოხების, ისე ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის კუთხით.

 

- რეგიონში ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რა შეგიძლიათ თქვათ  ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, ყაზახეთთან აზერბაიჯანის  ურთიერთობაზე. რა პერსპექტივები არსებობს?

- თუ დავაკვირდებით მთავარ პარამეტრებს - აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურ იდენტობას, ყველაზე მეტად, რელიგიითა და ისტორიით ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაა ახლოს, მაგრამ სამწუხაროთ, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, არ პასუხობდა ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს. უფრო სწორად პოლიტიკური დიალოგი იყო მაღალ დონეზე, თუმცა, ინფრასტრუქტურის არარსებობა ქმნიდა ტვირთბრუნვის გაფართოების პრობლემას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კასპიის ზღვის ქვეყნებში განხორციელდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლაც ვითარდება. ეს იყო აზერბაიჯანში და თურქმენეთში ახალი პორტების გახსნა და კიდევ ორი პორტი ყაზახეთში, რომელიც ცენტრალური აზრიის ქვეყნებში, „ტრანსკასპიური კორიდორის“ შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. ჩვენთვის რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოება ერთგვარი გამოცდის პერიოდი იყო. როდესაც რუსეთმა თურქული ტვვირთების ტრანსპორტირებისთვის საკუთარი ტერიტორია ჩაკეტა, ჩვენ ყოველწლიურად 10–20 ათასი კონტეინერის მიღება გვიწევდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდა ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ, რამაც ჩვენთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. რაც შეეხება საქართველოს, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ კორიდორში. აზერბაიჯანმა, საქართველომ, უკრაინამ და ყაზახეთმა ახალი, ერთიანი ტარიფების სისტემის დადგენისთვის უკვე შევქმენით კონსორციუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთების გადამტანი კორპორაციებისთვის. ეს კორპორაციები ხომ უპირატესობას უსაფრთხოებას, ოპერატიულობასა და დაბალ ტარიფებს ანიჭებენ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს გაზსადენი?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უნდა დაუჯეროთ აზერბაიჯანელ მეცნიერებს. აზერბაიჯანი უძველესი ქვეყანაა, რომელიც ნავთობის მოპოვებითაა დაკავებული. ამისთვის ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს. იგივე საუბრები იყო 1994 წელს კონტრაქტის ხელმოწერის დროს, როცა ამბობდნენ, რომ ნავთობის რესურსი ამოიწურება, მაგრამ გასულ წელს აზერბაიჯანმა კონტრაქტი კიდევ 25 წლით გააგრძელა. ამის მსგავსად არსებობს გაზის მარაგიც, ის ბუნებრივი აირი, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე გაყიდულია გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე. რაც შეეხება უზრუნველყოფას, ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე – ეს არის ძირითადად თურქეთი, ბალკანეთის ქვეყნები და იტალია. ჩვენი ბუნებრივი აირი  ბაზრის ტრადიციულ მოთამაშეებთან კონკურენციაში არ შედის, რადგან თუ დავაკვირდებით  ევროპის მიერ გაზის გამოყენების თაობაზე გაკეთებულ  ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებს, იგი დემონსტრირებას ახდენს იმ ფაქტზე, რომ ხდება ჩვენი გაზის მატება.  ევროკავშირის, რა თქმა უნდა,  ზრუნავს ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიებაზეც, რაც ბუნებრივი აირის ფასის დაწევაზეც იმოქმედებს, თუმცა ევროპის მხრიდან მოთხოვნის ზრდა, ჩვენ საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქტი შედარებით ნორმალურ ფასად გავყიდოთ. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მოგეხსენებათ, ეს იყო უკვე არსებული გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზრუმი“, რომელიც გაფართოვდა და დაემატა ახალი გაზსადენები „ტანაპ“–ი და მშენებარე „ტაპ“-ი. ეს კი სამომავლოდ 30 მილიარდამდე კუბამეტრი გაზის გამოყენების უფლებას გვაძლევს. ჩვენი მხრიდან შეგვიძილია 16 მილიარდი კუბამეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენ გვაქვს ახალი მოპოვების ადგილები, რომელიც ახლა ვითარდება და საჭიროებს სამომავლოდ განვითარებას, ახალ ტექნოლოგიებს და ა.შ. კონკრეტული გაზსადენი, შეიძლება იყოს როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში, საბრძნეთში, მას შეიძლება შეუერთდეს ახალი მომწოდებლებიც, რომლებიც საკუთარ გაზს გაყიდიან ევროკავშირის ქვეყნებში.  

- საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანი...

- ჩრდილო-სამხრეთის გზაზე, ეს საკითხი გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ინტერესს ამ პროექტზე, პირველ რიგში გამოხატავს ინდოეთი, რომელიც ფაქტობრივად ჩამოშორებულია ცენტრალური აზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ის ეძებს ალტერნატიულ გზებს და აშენებს უმსხვილეს პორტს, ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის გავლით ევროპის ქვეყნებში საკუთარი ტვირტების გადასატანად. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ირანის სარკინიგზო გზა თითქმის მოსულია აზერბაიჯანამდე და აზერბაიჯანი მზადაა დააფინანსოს მისი დასრულება ირანის ტერიტორიაზე, რათა ტრანსპორტირებისთვის ერთი სახის ტრანსპოტრი იქნას გამოყენებული. ამ კუთხით სამუშაოები  მიმდინარეობს. ინდური თუ ირანული წარმოშობის ტვირთების გადატანა ირანის ტერიტორიაზე სარკინიგზო გზითა და სატვირთო ავტომობილებით, შემდეგ კი  აზერბაიჯანიდან რუსეთის ფედერაციისკენ ახლაც მიმდინარეობს. სარკინიგზო გზის დასრულება, რა თქმა უნდა, გაამარტივებს გზას და შესაძლებელი იქნება ტვირთბრუნვის გაფართოება. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი  შეხვედრა გაიმართა, ეს არ ნიშნავს ირანის სამმხრივ ფორმატში ჩართვას, ეს დამოუკიდებელი ფორმატია, იქ სულ სხვა საკითხები განიხილება.

მთავარია, რომ ის ტვირთბრუნვის პოტენციალი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანშია, გაიზარდოს. საქართველო უბრალოდ ქვეყანა არ არის, ის ტრადიციულად საპორტო ქვეყანაა, სარკინიგზო გზა თავისთავად ქმნის გარკვეულ კონკურენციას პორტებისთვის, ამიტომ საჭიროა იმ მოცულობის ტვირთბრუნვა მოხდეს, რომ არცერთი არ დარჩეს ტვირთების გარეშე. საქართველო და აზერბაიჯანი საკუთარ თავზე ტვირთბრუნვის საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას იღებენ.

- პოლიტიკურ მხარეზე გვსურს  გკითხოთ, თურქეთი  ნატოს წევრია, საქართველო ასპირანტი ქვეყანაა, აზერბაიჯანი დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა, ამ მხრივ რა ხდება?

- სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნები, თითოეული მათგანისთვის მნიშნელოვანია ნაციონალიზმი. აზერბაიჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოა. ამ ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს პასუხობს. მეორეს მხრივ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვქმნით ეკონომიკურ და სამხედრო ბლოკებს, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა ეკონომიკურ თუ სამხედრო სფეროში, რომელიც არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს ძალიან მნიშვნელოანი ელემენტია.

- და ბოლოს,  მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რა არის მისი ფუნქცია და მიზანი?

- გასულ წელს ჩვენმა ცენტრმა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, 10 წლის იუბილე აღნიშნა. ცენტრის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ეკონომიკური მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა.  ცენტრი შედგება სამი მიმართულებისგან, პირველი: შიდა პოლიტიკა და ეკონომიკა – ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინააშე დგას. მეორე: გამოცემები და თანამშრომლობა კოლეგებთან საერთაშორისო დონეზე. ცენტრი ყოველწლიურად გამოსცემს 10-12 წიგნს, 5-6 სპეციალურ ანგარიშს და 2 სამეცნიერო ჟურნალს. ეს არის ერთადერთი ჟურნალი, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცემა, მეორე კი რუსულ და აზრბაიჯანულ ენებზე.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“