მომდევნო დღეებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

2018-05-16 15:49:18
437

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.