მაჰმუდ აბასი ისრაელთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

2017-12-07 16:29:28
68

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანით ამერიკის მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დასრულდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ალჯაზირა" ავრცელებს. 

"ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო რეზოლუციებს ეწინააღმდეგება და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე ძალისხმევას უთხრის ძირს. ამასთან ის გულისხმობს აშშ-ის უარს სამშვიდობო პროცესის სპონსორობაზე“, - განაცხადა აბასმა.