შსს თბილისის აეროპორტის ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2017-11-14 19:40:58
719

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არსებული ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ.