"ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს რეფორმებს"

2017-10-12 18:06:38
75

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს რეფორმების პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. 

„თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ფუნდამენტური რეფორმები განახორციელა. ეს რეფორმები ნამდვილად ძალიან წარმატებულია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა არსებითი პაკეტი, სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის ფორმატში. ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და ხშირად ვამბობ - ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველო ნატო-ში და ეს ნამდვილად ასეა. ველოდებით ნატო-ს მინისტერიალებს, მომავალ წელს კი ნატო-ს სამიტს. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს, წინ წავიწიოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.