გაჭიანურებული ქართული გაკვეილი

2017-08-10 14:08:24
515

ანდრეი პიონტკოვსკი

საქართველოსთან ომი იქცა იმადვე, რადან მიუნჰენი – მეორე მსოფლიოსთვის, როდესაც დასავლურმა დერჟავებმა ჰიტლარის აგრესიაზე თვლალი დახუჭეს. 9 წლის წინ დაიწყო ქართული შეიარაღებული ძალების დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში მყოფ რუს სამხედროებთან.

ახლა უპრიანია, გავიხსენოთ, რა გავლენა იქონია ამ ომმა რუსეთის ხელმძვანელობაში მყოფ ადამიანთა განწყობაზე, გეგმებზე, ბუნებრივ მდგომარეობაზე. ეს იყო დასავლეთის გამოცდა: დაუსჯელად ჩაივლის თუ არა ესოდენ აშკარა აგრესია.  აგვისტოს მეორე ნახევარში, უკვე დაზავების, სარკოზის ქაღალდების შემდეგ, როდესაც ბრიუსელში წყდებოდა საკითხი, როგორი იქნებოდა მთლიანობაში ევროკავშირის რეაქცია რუსეთის ქცევაზე, პროკრემლისეულ გაზეთ „კომერსანტში“ გაჩნდა უმაღლესი ხელმძღვანელობის არდასახელებული წარმომადგენლის ციტატა: „თუ ყველაფერი ფუჭი საუბრებით შემოიფარგლება, თამაში ჩვნი წესებით გაგრძელდებაო“. და ეს არის ის ძირითადი ცვლილება რომელიც მაშინ რუსეთის ხელმძვანელობის მენტალობაში მოხდა: აღქმა იმისა, რომ დასავლეთი სუსტია და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე რაგირება არ ძალუძს. და მას შემდეგ ისინი სულ უფრო მეტად ავხედდებოდნენ და, პრინციპში, უკრაინის მიმართ აგრესია გარდაუვალი გახდა. იგი შეიძლებოდა, უფრო ადრე ან უფრო გვიან მომხდარიყო, მაგრამ ყველამ ვიცით კრემლის ძირითადი საგარეო პოლიტიკრი პრინციპი – ბატონობა პოსტ საბჭოთა სივრცეში. და ამისათვის, უპირველესად, აუცილებელი იყო უკრაინის სრული დამონება.

ამ გაგებით, საქართველოსთან ომი „მეოთხე მსოფლიო ომის“ მიჯნა გახდათ – ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ეს რუსულ პროპაგანდას უყვარს იმაზე საუბარი, რომ რუსეთი დასავლეთთან მეოთხე მსოფლიო ომს აწარმოებს, როგორც რევანშს მესამე – ცივი ომისათვის, რომელიც მან წააგო.

 საქართველოსთან ომი იქცა იმადვე, რადაც მიუნჰენი – მეორე მსოფლიოსთვის, როდესაც დასალელმა დერჟავებმა ჰიტლერის აგრესიაზე თვალი დახუჭეს.

დღეს, როგორც იქნა, დასავლეთი აცნობიერებს იმ საფრთხის ზომას, რომელსაც მოსკოვი ცივილიზებული მსოფლიოსთვის წარმოადგენს. ამდენად, ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შედეგობრივია. და უნდა ითქვას, ამჯერად დასავლეთის რეაქცია ოდნავ უფრო კონკრეტული იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, არასაკმარისი. თუმცა უკვე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ხდება ძალზედ სერიოზული მოვლენა აშშ–ში: კრემლის თავხედობამ უკვე იქამდე მიაღწია, რომ მან საკუთარი კაცის დასმა მოინდომა თეთრ სახლში, რათა მასთან ე.წ. იალტის გარიგება გაეფორმებინა მსოფლიოს დაყოფის თაობაზე, მაგრამ ეს გეგმა მთელი ამერიკული სამხედრო–პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან ცალსახა წინააღმდეგობას შეეჩეხა. უპრეცედენტოდ ერთსულოვანი კენჭისყრა რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისათვის და მელი ამერიკული პოლიტიკური კლასის მიერ არსობრივად მოსკოვის აგენტების  ტრამპისა და ტილერსონისთვის გაწეული წინააღმდეგობა, უპირველესად, იმას მოიტანს, რომ მათ პოლიტიკური სცენიდან ჩასვლა მოუწევთ და გარდა ამისა, დასავლეთი საბოლოოდ გააცნობიერებს საფრთხის ზომას, რომელსაც მოსკოვი ცივილიზებული სამყაროსთვის წარმოადგენს. ამჟამად დასავლეთი პირველად ახდენს მზაობის დემონტრირებას, წინააღმდებობა გაუწიოს ამ საფრთხეს. ეს საქართველოსთან ომის ძალზედ გაჭიანურებული გაკვეთილია.

ისევე, როგორც ყირიმისა და ლუგანსკის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე წარმონაქმდები არსებობს მანამ, სანამ არსებობს პუტინის რეჟიმი რუსეთში და ეს არა მხოლოდ პუტინის პიროვნებას უკავშირდება – მისი იმპერიალისტური კომპლექსები დამახასიათებელია ძალიან ბევრისთვი რუსულ პოლიტიკურ კლასში, ოპოზიციის ცნობილი ლიდერების ჩათვლით. ამ სენის განკურნება მხოლოდ სერიოზულ მარცხს შეუძლია. ამერიკის კონგრესის ბოლო გადაწყვეტილება აჩვეენებს, რომ აშშ ამჟამად მზადაა რუსეთს ასეთი მარცხი მიაყენოს – რა თქმა უნდა, არასამხედრო საშუალებებით.

პუტინის სიგნალები, თუ ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ გამართული მისი პირველი პრესკონფერენციით ვიმსჯელებთ, შემრიგებლურია: ჩვენ მოლაპარაკება გვსურს და ა.შ. მოსკოვი აცნობიერებს: ეს სანქციები სასიკვდილო დარტყმაა –  კანონგარეშედ, დამნაშევეებად ხომ რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა ცხადდება, ვინაიდან აქტივები აშშ–ში ყველა მათგანს გააჩნია. 

წყარო:http://nv.ua/opinion/piontkovskiy/zatjanuvshijsja-gruzinskij-urok-1631632.html