„მოსკოვი სირიის საჰარო სივრცის გარკვეულ ნაწილში მოძრავ კოალიციის თვითმფრინავებს სამიზნედ ჩათვლის“

2017-06-19 18:08:26
273

მოსკოვი აშშ-ის თაოსნობით მოქმედი კოალიციის სირიის საჰარო სივრცის გარკვეულ ნაწილში მფრენ თვითმფრინავებს სამიზნედ ჩათვლის. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თვითმფრინავები, რომლებიც სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაწილის თავზე გადაადგილდებიან, სამიზნეებად იქნებიან მიჩნეულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, მოსკოვი წყვეტს ვაშინგტონთან თანამშრომლობას იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გაფორმდა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა რაქას პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო დავალებას ასრულებდა.

აღნიშნულ საკითხს მოსკოვი უკვე გამოეხმაურა და აშშ–ის მოუწოდა, სირიის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს  და ამ ქვეყანაში ცალმხრივი ქმედებისგან თავი შეიკავოს.