„მისი უწმინდესობაც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“

2017-06-19 12:18:35
358

ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ პატრიარქის ინიციატივაზე საუბარს პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. 

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ "მონარქია ფუფუნებაა, რომლის შესაძლებლობაც ბევრ მდიდარ ქვეყანასაც კი არ აქვს".

„მმართველმა გუნდმა იმიტომ აიტაცა მონარქიის თემა, რომ ამ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვთ, მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.