"ივანიშვილს ხე გაუხმა"

2017-06-16 12:55:43
441

ასწლოვანი ტიტის ხე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მოსახვედრად ზღვაში პირველმა იმოგზაურა, გახმა და მოჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთში „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ავრცელებს, რომლის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ მან დენდროლოგიურ პარკში დასაქმებულებისგან შეიტყო.

თუმცა სამშენებლო კომპანა "ზიმოში", რომელმაც ხის ტრანსპორტირება მოახდინა, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.